ახალი ამბები

კახეთში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მდებარე ორ სახლს უკიდია. როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
“ხანძარი გაჩნდა სოფელ შილდაში მდებარე ერთ-ერთ სახლში. ცეცხლი მალევე გავრცელდა გვერდით მდებარე სახლზეც. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. დღეს ასევე შემოვიდა შეტყობინება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ, თუმცა ეს ფაქტი არ დადასტურდა. ერთ-ერთ ვენახში იწვიდა ბალახი და იქ ხანძარი ლიკვიდირებულია”, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი