ახალი ამბები

გურჯაანში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ გურჯაანში მოხდა. ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა დაშავებული მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოში იმყოფება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი