გურჯაანში 16 წლის გიორგი კვეიძეს ეძებენ

გურჯაანში 16 წლის მოზარდს დაახლოებით ერთი თვეა ეძებენ.

გიორგი კვეიძე სახლიდან 10 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვეღარ მიაგნეს. მშობლების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეს მისი გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ არის. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას უკვე მიმართა.
“ჩემი შვილი 10 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ ვეძებთ. ყევლას ვთხოვ, რომ თუ ვინმე იპოვის გიორგის,მაცნობოს. 
ჩემი შვილი ორი თვის წინაც დაიკარგა და ის მაშინ ასპინძაში ვიპოვეთ”, – განაცხადა დაკარგულის მამამ, ფრიდონ კვეიძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *