„ევროპული საქართველო“ – ბოდბეში პარტიის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ევროპული საქართველოს” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში პარტიის წევრს თავს დაესხნენ.
გიორგი ღვინიაშვილის მტკიცებით, ბესიკ ლაზარიაშვილს ღამით ქუჩაში უცნობი პირები თავს დაესხნენ და პარტიის დატოვება მოსთხოვეს.
„ბესიკ ლაზარიაშვილს სთხოვდნენ პოლიტიკური აქტივობების შეწყვეტას. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა”, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ბესიკ ლაზარიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *