ახალი ამბები

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა 2019 წლის დასაწყისში აშენდება

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2019 წლის დასაწყისში დასრულდება.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად თელავში ეკოლოგიურ პრობლემები მოგვარდება.

“ფეკალური მასები ამ დრომდე მდინარე ალაზანში ჩაედინება. პროექტის გახნორციელების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პროექტს, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი