ახალი ამბები

თელავში გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა

თელავში გამოჩენილი რეჟისორის, სცენარისტის, ხმის ოპერატორისა და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და ხელოვანის ვაჟიშვილმა, რეჟისორმა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას გარი კუნცევის ოჯახის წევრები, ახლობლები, კოლეგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორიალური დაფის ბარელიეფის ავტორია მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.

გარი კუნცევი 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა. მისი სცენარების მიხედვით შექმნილია მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. კუნცევი 50-ზე მეტი ფილმის ხმის რეჟისორი და ოპერატორი იყო.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი