ახალი ამბები

ვაშაძე – პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა. 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, აუცილებელია მრვალპარტიული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა.
„ეს სისტემა არაფერს დაბადებს გარდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისა. ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ და ეროვნულ ტრადიციებსა და დასავლურ ფასეულობებზე დავაფუძნოთ. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა. აუცილებლად მივაღწევთ, რომ დაიწყოს იმ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, იმ ნაბიჯების გადადგმის მომზადება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვან დემოკრატიას ჩაუყრის სათავეს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც ერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია და მთავრობაშია, არ იმსახურებს იქ ყოფნას. საჭიროა ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს ოპოზიციიდან მინისტრის თანამდებობაზე, რადგან ოპოზიცია არის ხელისუფლების წარმომადგენელი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი