არჩევნებიახალი ამბები

ზურაბიშვილი- უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს იდეების განხორციელებაში

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალგაზრდებს პრეზიდენტის ფონდი და ადმინისტრაცია თავისი ინოვაციური იდეების განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თბილისსა და რეგიონებში ტექნოპარკების გახსნა, თუმცა არასაკმარისია და ახალგაზრდების გააქტიურებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
,,ჩემთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა ინოვაციები და ნოვატორული პროექტები. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებში დაჯილდოებულები არიან თავიანი გამოგონებებისთვის, ამ კუთხით წარმატებულები არიან. აქაც, ვინც არის აღიარებული არიან ხშირად უფრო უცხო ორგანიზაციების მიერ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ და ხშირად ისინიც მიდიან. ტექნოპარკები ძალიან საინტერესო წამოწყებაა. მე არაერთხელ ვარ ნამყოფი თბილისში და ასევე რეგიონებში. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი და მე, მინდა რომ სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, პრეზიდენტის ფონდიდან დავეხმაროთ ახალგაზრდებს. ქვეყანა სადაც ახალგაზრდები ვერ ხედავენ ქვეყანაში პერსპექტივას, მიდიან ქვეყნიდან, სადაც არ ფასდება ახალგაზრდების ინიციატივა, რაც არის ის რაც ამ საზოგადოებას ყველაზე უფრო აკლია. სახელმწიფოს სჭირდება ახალი სისხლი და ინიციატივები. ეს იქნება, ერთ-ერთი ინიციატივა, რომელშიც მე ჩართული ვიქნები’’,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.