არჩევნებიახალი ამბები

“რესპუბლიკური პარტია” მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს

“რესპუბლიკური პარტია” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს “გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს.

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდება და ეს იქნება მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის
”ნახევარზე მეტმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ ის ვერ ხედავდა დღევანდელ ხელისუფლებას და პრეზიდენტის ამპლუაში მათ კანდიდატს. საპრეზიდენტო სავარძელი იქნება ოპოზიციის ხელში და ეს იქნება მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის ყოვლისშემძლე არ არის. იმ პირობებში, როცა ყველა შტო, მთელი ძალაუფლება არის ერთი პარტიის ხელში, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინსტიტუტი მაინც იყოს ოპოზიციის, რომ ძალაუფლება გადანაწილდეს”, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.