ახალი ამბები

სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 20 მილიონი ლარი იქნება, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პროგრამის ეფექტურობას ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ.
“იმ შემთხვევაში, თუ პროექტების რაოდენობა არ იქნება, ან პროექტი არ იქნება ისეთი, რომელიც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ეს თანხა მიმართული იქნება რეგიონული განვითარების ფონდში და მუნიციპალურ საჭიროებებს მოხმარდება. პროგრამის ეფექტიანობას თვითმმართველობები გააკონტროლებენ. ჩვენ შევისწავლეთ ყველა არაეფექტურობა, რომელიც ამ პროგრამაში მანამდე იყო. დადებითი მხარეები გათვალისწინებული და წარმოჩინებულია, ხოლო უარყოფითი და ნაკლებეფექტურობა ასევე გათვალისწინებულია ამ პროგრამაში“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი