ახალი ამბები

წინანდალში კავკასიაში პირველი „რადისონ ქოლექშენი“ გაიხსნა

წინანდლის ისტორიულ მამულში, საქართველოში და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს გაიხსნა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროში  141 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბია განთავსებული.

განახლებული წინანდლის კომპლექსი მოიცავს 1200 ადგილიან ამფითეატრს, 600-ადგილიან დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის ქარხანას, აღდგენილ ვენახებს და ახლა უკვე მაღალი კლასის სასტუმროს.

„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი სს “საპარტნიორო ფონდი” | jsc “Partnership Fund” ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე TBC – თიბისი. წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.