არჩევნებიახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი დღეს 20 საათზე გააკეთებს განცხადებას

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს 20 საათზე გააკეთებს განცხადებას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა. მმართველ გუნდში კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მას სალომე ზურაბიშვილთან გუშინ ჰქონდა კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების ” მიერ მხარდაჭრილი პრეზიდენტობის კანდიდატი და მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება მეორე ტურისთვის. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარტია კომპლექსური ცვლილებებისთვის ემზადება.

“მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დრო არის დარჩენილი. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა მოქალაქემ, რომელსაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა. სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ. ახლა პარტია არა მხოლოდ ფრანგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით, კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის. საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები,”– განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი