არჩევნებიახალი ამბები

ცესკო – ვვარაუდობთ, რომ პირველადი მონაცემები ღამის 02:00 საათისთვის გამოქვეყნდება

ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უბნებზე შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს და აიტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე.
,,საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ – გვერდზე. ვვარაუდობთ, რომ პირველადი მონაცემი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის გვექნება“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი