არჩევნებიახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საარჩევნო ბიულეტენი თავიანთ ენაზე დახვდებათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზე.

ენობრივი ბარიერი
ეთნიკური უმცირესობებისათვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მართალია ისინი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა ბიულეტენის ქართულ ენაზე წაკითხვა უჭირთ.
საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობათა ინფორმირებულობის დონის გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. სათემო ორგანიზაცია „ვეჟინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილი სოფლებში საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრებს მნიშველოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აუცილებელია, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს, როგორც არჩევნების პროცედურების, ასევე კანდიდატების პროგრამების შესახებ.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი