არჩევნებიახალი ამბები

კახა კუკავა – გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და ის უნდა გაუქმდეს

პარტია თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის განცახდებით, გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და ის უნდა გაუქმდეს.

კახა კუკავას თქმით, სახელმწიფო რწმუნებულების შესანახად ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა არამიზნობრივად არის გამოყოფილი.
„გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციისათვის უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი. გუბერნატოს არანაირი ფუნქცია არ აქვს. სანამ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მახსოვს მისი საარჩევნო კამპანია. ის ამბობდა, რომ გუბერნატორის არის ხორცმეტი, თუმცა რაც მოვიდა, სააკაშვილი გუბერნატორის უფლებამოსილებები კონსტიტუციაში გაწერეს. აუცილებელია გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება“, – განუცხადა Knews.ge-ს კახა კუკავამ თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
კუკავამ თელავის დემოკრატიულ ცენტრში შეკრებილ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი პრიორიტეტი მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი