ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი – ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი ფეთქებადსაშიშია

ქვეყანაში არსებულ სოციალური ფონს ფეთქებადსაშიშია და მოსახლეობას ხელისუფლება საიმედოს არაფერს ჰპირდება, – განაცხადა “შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გურჯაანში ამომრჩევლებთან შეხვედრისას. დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკოსებმაც და ხელისუფლებამაც გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგან, არსებული ვითარება სწორად უნდა შეაფასონ და ხალხის განწყობა დაინახონ.
„ხალხი არის უზომოდ შეწუხებული და გაჭირვებული, ხვალინდელი დღის იმედი არ აქვთ. ხელისუფლებამ არათუ დღევანდელი პრობლემები არ მოაგვარა, ხვალისთვისაც არაფერს ჰპირდება. ხალხს სურს, ხელისუფლებისგან მოისმინოს გონივრული რამ, ისინი კი ჰპირდებიან მარიხუანას დათესვას და მოყვანას. ეს არის სახიფათო ზღვართან მისული ფონი ქვეყანაში“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი