არჩევნებიახალი ამბები

ლაგოდეხში გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე წითელი საღებავით кгб მიაწერეს

ლაგოდეხში ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე წითელი საღებავით кгб მიაწერეს.

ამ წარწერით წითლად შეღებილია ვაშაძის ბანერიც, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის შენობაზეა განთავსებული. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თორნიკე მაჭარაშვილი ვაშაძის სააგიტაციო მასალის დაზიანებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
“გიორგი ვაშაძე ყველა კვლევის შედეგებით ლიდერობს და ამ ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს მის დისკრედიტაციას. 28 ოქტომბერს ქართული ოცნების მმართველობას ხალხი განაჩენს გამოუტანს”, – განუცხადა knews.ge-ს თორნიკე მაჭარაშვილმა.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი