ახალი ამბები

საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში ექვსი დღეა 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ

მეექვსე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ალიევ არაზ სახიბ ოღლი ბოლოს 11 ოქტომბრის თერიწყაროს მუნიციპალიტეტში ნახეს, სადაც ის მწყემსად მუშაობდა.

“მწყემსად ერთად ვმუშაობდით. დილით გავიდა და საღამოს აღარ გვინახავს. დახმარებისთვის მალევე მივმართეთ პოლიციას. მეექვსე დღეა ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ”, – განაცხადა დაკარგულის ნათესავმა ასიბა ქულიევმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ავტორი: ნათია დათუკიშვილი