ახალი ამბები

სიღნაღს ევროპის 12 ქვეყნის წარმომადგენელი რეტრო მანქანებით ეწვია

ქალაქ სიღნაღს ევროპის 12 ქვეყნის წარმომადგენელი რეტრო მანქანებით ესტუმრა.

როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, უნიკალური მანქანების კოლექცია ერეკლე მეორეს მოედანზე განლაგდა.
” მანქანების ტური ჯერ სვანეთში იმყოფებოდა, შემდეგ ვარძიაში. ვარძიიდან გეზი აღმოსავლეთ საქართველოსკენ აიღო. შეჩერდა გორში და შემდეგ კი კახეთს, კერძოდ, სიღნაღს ესტუმრა. სანახაობამ დიდი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა, როგორც ქართველების ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან”, – განაცხადეს სიღნაღის მერიაში.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი