სიღნაღის საკრებულომ იურიდიულ საკითხებში უფროსი სპეციალისტის ვაკანსია გამოაცხადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იურიდიულ საკითხებში წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

როგორც knews.ge-ს საკრებულოში განუცხადეს, აღნიშნულ პოზიციაზე ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში და იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
„იურიდიულ საკითხებში უფროსი სპეციალისტის ფუნქციები იქნება საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; წარმომადგენლობითი ორგანოს კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ა.შ. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში“, – განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
უწყების ცნობით, იურიდიულ საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 700 ლარით განისაზღვრება. კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 17 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *