ნათელაშვილი – შექმნილია გამყალბებელი საარჩევნო კომისიები, სადაც უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერია

შექმნილია გამყალბებელი საარჩევნო კომისიები, სადაც უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერია, – განაცხადა ,,ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვდრის დაწყებამდე.

შალვა ნათელაშვილმა მესამე სექტორთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის განოყენებაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია, რადგან მთავრობა მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ დიდი ოდენობით ფულად რესურსს ხარჯავს.
,,მნიშვნელოვანია ჩემთვის თელავში გამართული შეხვედრა, რადგან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდე წინასაარჩევნო გარემოზე ინფორმაცია და მათგან მოვისმინე მოსაზრებები. ჩემი აზრით, საარჩევნო გარემო ფაქტობრივად არარსებობს: მილიონობით ლარი იხარჯება იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომელსაც მხარს უჭერს მთავრობა. გარდა ამისა, შექმნილია გამყალბებელი საარჩევნო კომისიები, სადაც უმრავლესობა მთავრობის მხარდამჭერია. მობილიზებულია ყველა რესურსი იმისთვის, რომ გააყალბონ არჩევნები და ხალხს ვენახის ნაცვლად მარიხუანას დათესვა მოსთხოვონ’’,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *