საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტები კახეთის რეგიონში

სამართლიანმა არჩევნებმა“  სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, რაც აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

ანგარიშის მიხედვით, დედოფლისწყაროში, ყვარელში, გურჯაანსა და თელავში დაფისქირდა საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში აგიტაციის ფაქტები.

,,საჯარო მოხელეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას პირდაპირ გამოხატავს, ხოლო სხვები ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მადისკრედიტირებელ პოსტებს იზიარებენ’’, -აცხადებენ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები.

,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელშიც ჩართულები არიან კახეთში მომუშავე საჯარო მოხელეები.

,,მერებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სოციალურ ქსელშინაციონალური მოძრაობისსაპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებას ავალებენ. ერთი პიროვნება წერს ჩვენს კანდიდატზე სიბინძურეს. მერები და გამგებლები არამარტო კახეთში, იწყებენ მის გაზიარებას’’,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ე.წ. ,,შავ პიარს“ მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ სწორედ აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

,,თუ ვინმე რამეს აზიარებს პირად ფეისბუქ გვერდზე, მისი უფლებაა. ნებისმიერი ადამიანი ან პოლიტიკოსი თუ თვლის, რომ გადაცდომას აქვს ადგილი, მიმართონ შესაბამის სამსახურებს განცხადებით ან საჩივრით’’,- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ,,ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ბენო გეგეჭკორი.

ავტორი: მაკა ხაზიური

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *