დავით უსუფაშვილი: ფულის ტრიალი, მედიის დაიღლიავება, ჩარევა უნდა დასრულდეს

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვან ცვლილბებს გეგმავს.   დავით უსუფაშვილმა საკუთარი ხედვები და დაპირებები მოსახლეობას TV პირველის ეთერიდან წარუდგინა.

„არჩევის შემთხვევაში, პროპორციულ არჩევნებს დავნიშნავ 2020 წელს და მივაღწევ იმას, რომ უმრავლესობა, უმცირესობა, მთავრობა, ოპოზიცია, მოსახლეობა, დავითანხმო ამ საკითხში. პრეზიდენტი არჩევნებს რომ ნიშნავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოაწერო ხელი და მერე რაც გინდა მომხდარა. არჩევნებმა უნდა შეიძინოს არჩევნების დატვირთვა. სწორედ არჩევნების მეშვეობით ხდება სახელმწიფოს ძალაუფლების განხორციელება. იმ დონის უნდობლობა არჩევნებისადმი, ფულის ტრიალი, მედიის დაიღლიავება, სუს-ის, პოლიციის, თვითმმართველობის ჩარევა, რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს უნდა დასრულდეს. პრეზიდენტს ეს შეუძლია. აცხადებს კანდიდატი. 

„მეტი შეგვიძლია,” – ასეთია დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი, ლოგო კი საქართველოს რუკაში ჩახატული ქართული ანბანია.

უსუფაშვილის თქმით, „პრეზიდენტი გვჭირდება, რადგან საქართველოს სჭირდება სახელმწიფოს შემკვრელი, საზოგადოების მომწესრიგებელი, ქვეყნის დამლაგებელი საქმე, რაც სწორედ აღმასრულებელი ვალდებულებებისგან და პოლიტიკური პაექრობის აუცილებლობისგან გამოთავისუფლებული სახელმწიფოს მეთაურის საკეთებელი საქმეა”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *