ახალი ამბები

ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში იმყოფებოდნენ

ახალგაზრდული გაცვლისა და კულტურათშორის დიალოგისა ერასმუს+ პროგრამების ფარგლებში ლაგოდეხელი ახალგაზრდები ლატვიას სტუმრობდნენ.

პროექტის ხელმძღვანელის, გიორგი ბოკერიას თქმით, მსგავსი ტიპის პროგრამების განხორციელება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
,,დასამახსოვრებელი იყო ქართველების გაცნობა ლატვიელებისთვის, ბელორუსებისა და პოლონელებისთვის. მსგავსი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყნების წარმომადგენელთათვის სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ქართული კულტურა და შემოქმედება. გაცვლითი ვიზიტები საწინდარი ხდება მომავალი საქმიანი ურთიერთობებისათვის, რადგან საფუძველი ეყრება არა მხოლოდ კულტურათაშორის დიალოგს, არამედ ერთობლივი პროგრამების განხორიელებას. სწორედ ამ შეხვედრაზე დაიბადა იდეა, მომავალი წლისათვის მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე პროექტი ლაგოდეხში განხორციელდეს, რომელშიც კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მონაწილეობაა შესაძლებელი. პროგრამის, ევროპარლამენტის „ახალგაზრდები მოქმედებაში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „კულტურული მემკვიდრეობა – ხიდი მომავალში“ ლატვიის რესპუკლიკის ვილიანის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა ორგანიზებული. პროგრამა ოქტომბერში დასრულდება”, – განუცხადა Knews.ge-ს ბოკერიამ.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი