არჩევნებიახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს გურჯაანში შეძახილებით შეხვდნენ

პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გურჯაანში შეძახილებით დახვდნენ

მოქალაქეები, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, განმარტავენ, რომ ზურაბიშვილს, რომელმაც ომის დაწყება საქართველოს დააბრალა, პრეზიდენტობის უფლება არ აქვს.
გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტობის კანდიდატმა პროტესტის მონაწილეებთან კომენტარი არ გააკეთა. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალადობის და სიძულვილის წინააღმდეგია.

მისი თქმით, ის ამომრჩეველს ტყუილ დაპირებებს არ აძლევს.  ამბობს, რომ  ის იქნება ქართველი ხალხის დამოუკიდებელი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.

,,კრიტიკა არის ის გზა, რომელიც გაჩვენებს სად არის შეცდომა. პირობას ვდებ, მე ვიქნები ხალხის პრეზიდენტი, რომელიც ძალადობის და სიძულვილის წინააღმდეგია. მე ვიქნები აგრესიის წინააღმდეგი, რაც კახეთში შეხვედრაზეც რამდენიმე ადამიანისგან ისმოდა, ეს უნდა დასრულდეს, რომ ჩვენ გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ის სიკეთე და წინსვლა, რაც სოფლის მეურნეობის კუთხით ხდება კახეთის რეგიონში, აუცილებელია სხვა დარგებსაც შეეხოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებაზე”,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.