არჩევნებიახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოს ამომრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების თანასწორობაზე, მათ შორის, ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
„პრაქტიკულად, მთელ ქვეყანაში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარი – ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინტეგრაცია დამოკიდებულია არა კანონებზე, არა ფულზე, არამედ ჩვენი მენტალობის შეცვლაზე. თუ ჩვენ არ შევცვლით დამოკიდებულებას, ისინი ვერ გამოვლენ სახლებიდან. მე ვიქნები მათი ლობისტი ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
R ნიშნით აღნიშნულია სარეკლამო მასალა.