ახალი ამბები

ნაფარეულში ავარიის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ნაფარეულის გზაზე მოძრავი „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა ხეეს შეეჯახა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: მაკა ხაზიური