ახალი ამბები

თელავში მანქანაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თელავში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაჩერებულ მსუბუქ მანქანაში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში შენიშნეს და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: მაკა ხაზიური