ახალი ამბები

თელავში ღვინით სავსე რეზერვუარში მამაკაცი ჩავარდა და გარდაიცვალა

თელავში 75 წლის მამაკაცი რეზერვუარში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც knews.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მაშინ მოხდა, როდესაც გოგია საგინაძე 5-ტონიან რეზერვუარში ღვინის მორევას ცდილობდა. მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ამოასვენეს. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: ნათია დათუკიშვილი