ახალი ამბები

თელავში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

„მგზავრები“ თელავის ცენტრში ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. სასტუმრო კომპლექსი ხუთვარსკვლავიანი იქნება და ოპერირებას „ბესთ ვესთერნ პრემიუმის“ ბრენდით განახორციელებს. მგზავრების დამფუნების, დავით ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმროს საკუთარი ვენახები ექნება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა რთველში და საკუთარი ღვინოც დაწუროს.
„ჩვენ გვინდა, აქაც პირველები ვიყოთ და კახელებს კარგი პროექტი შევთავაზოთ. ამ რეგიონს ტურისტულად დატვირთვის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი აქვს, რაც მყიდველისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას,“- განაცხადა დავით ცერცვაძემ.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.