თელავში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს

ამ წუთებში თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტკომპლექსში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა “Georgian Winner 2018” მიმდინარეობს. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კინოლოგიის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშის ძაღლები, რომლებსაც მოწვეული ექსპერტები შეაფასებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *