ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ჰერეთის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

მოამზადა მაკა ხაზიურმა.