ახალი ამბები

ვეჯინში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს ერთი დღით უმასპინძლებს.

პროექტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.

როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება: ივანე ბერიტაშვილის ალბომის პრეზენტაცია; სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლისთვის ივანე ბერიტაშვილის სახელის მინიჭების ცერემონია; ლექცია-სემინარი ბერიტაშვილის მოღვაწეობის შესახებ; სახალისო მეცნიერების შოუ ბავშვებისთვის და ღონისძიება “აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში”.

ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი