ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ სოციალურად დაუცველი 5 სტუდენტის სწავლა ნაწილობრივ დააფინანსა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურად დაუცველი 5 სტუდენტის სწავლის საფასური ნაწილობრივ დააფინანსა.

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ამ მიმართულებით 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5000 ლარი გამოიყო.
“გურჯაანის მერიის კიდევ ერთი სოციალური პროგრამა სოციალურად დაუცველი სტუდენტის უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თანადაფინანსებაა. აღნიშნული სტუდენტების თანადაფინანსებას სოციალური სააგენტოს სარეიტინგო ქულების რაოდენობა განსაზღვრავს”, – განაცხადეს გურჯაანის მერიაში.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.