ახალი ამბები

knews ახალი საინფორმაციო პორტალი კახეთში

მედია გამოცემა „კახეთის ხმის“ ახალი ამბების პორტალი knews.ge მომხმარებელს გაუმჯობესებული ფორმატით შესთავაზებს მედია პროდუქციას. გვერდი 2013 წლიდან აქტიურია. ამ დრომდე  გამოცემამ  მკითხველს ათასობით სტატია და მულტიმედიური პროდუქცია შესთავაზა.  გვერდის განვითარებაზე რედაქციის გუნდთან ერთად 5 ადგილობრივი ჟურნალისტი მუშაობს.

მედია გამოცემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად გააშუქებს, რაშიც მხარდაჭერას  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ადგილობრივი პარტნიორები გაუწევენ.