ახალი ამბები

ლაგოდეხის წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

როგორც knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, პარალელურად კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანების საშუალებით აწვდის. 
“წყალმომარაგების აღდგენამდე, წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მომარაგდებიან. ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია. ხევებში წყლის დონემ იკლო. უამინდობამ პრობლემები წყალმომარაგების კუთხით ქ. ლაგოდეხსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც შექმნა. ამ დროისთვის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობაზე, რათა უმოკლეს დროში წყალმომარაგება აღდგეს. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები”, – განაცხადეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.