ახალი ამბები

თუშეთში “ბილაინის” საწვავმზიდი გადაბრუნდა

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ლადოო კახოიძის თქმით, საწვავის ნაწილი დაიღვარა, თუმცა დიზელი მდინარეში არ ჩაღვრილა.
“გუშინ ძლიერი წვიმა იყო და ამის გამო ალბათ მძღოლს მანქანა მოუცურდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, არც მანქანას სჭირს არაფერი. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ მცირე რაოდენობით საწვავი დაიღვარა. მანქანა „ბილაინის“ ანძისკენ მიდიოდა, რომ სადგური საწვავით შეევსო”, – განაცხადა კახოიძემ.