ვიდეორეპორტაჟი

სოფელ წინანდალში აქცია გაიმართა

ადგილობრივები კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფს“ და ,,ენერგო პრო ჯორჯიას” სასტუმრო რედისონამდე ელექტროენერგიის მისაყვანად საჭირო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, სასტუმროს ტერიტორიამდე მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიყვანის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მერკური” ასრულებს. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული კომპანია სოფელში გზის გადათხრას და მაღალი სიმძლავრის კაბელის მიწაში ჩადებას გეგმავს. ისინი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული კომპანია სამუშაოებს უსაფრთხების ნორმების დარღვევით ასრულებს.