ახალი ამბები

სიღნაღის მერიამ 3 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ორი პირი ღია კონკურსის, ხოლო ერთი დახურული კონკურსის სახით შეარჩიეს.
,,სამივე პირი კვალიფიციური კადრია და მათ წარმატებით გადალახეს კონკურსის ყველა ეტაპი. ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, რომელზეც ღია კონკურსი იყო გამოცხადებული, დაინიშნა გიორგი დევიძე. იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ღია კონკურსის წარმატებულად გავლის შემდეგ დაიკავა თათია ოქროპირიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსი კი დახურული კონკურსის ეტაპების გადალახვის შემდეგ თამარ ჟუჟუნაშვილი გახდა”, – განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.