ახალი ამბები

თელავში მამაკაცს ბოძი დაეცა და გარდაიცვალა

შემთხვევა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიცრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და შუქნიშნისა და გარე განათების ბოძებს დაეჯახა. ერთ-ერთი მოგლეჯილი ბოძი 55 წლის მამაკაცს დაეცა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.