რეგიონული განვითარების ფონდი ლაგოდეხში შვიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს

მერიის მიერ წარდგენილი პროექტები დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს,
საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის 7 სოფელში განხორციელდება და სხვადასხვა პრობლემა მოგვარდება. 
,,ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება 7 სოფელში. სოფელ განჯალაში, სადაც გათვალისწინებულია შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, საქობოში, ვარდისუბანსა და სოფელ ჭიაურში სასაფლაომდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. სოფელ კართუბანში დაგეგმილია წყალსადენის მოწყობა, ბოლოკიანსა და ქალქვაში კი ჭაბურღილისა და წყალსადენის მოწყობა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 835 455 ლარი დაიხარჯება”,- განაცხადა კახა ჯამბურიამ.