ახალი ამბები

გურჯაანის მერიამ დამატებით 3 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ვაკანსიების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება. უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას. 
“გურჯაანის მერიაში ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების 2 უფროსი სპეციალისტის და ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიციები. ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროს სპეციალისტებს სხვადსახვა ფუნქცია ექნებათ. ერთ სპეციალისტს მოეთხოვება არქიტექტურის, მშენებლობის ან/და სივრცითი მოწყობის სფეროში არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ხოლო მეორეს მშენებლობის, ინჟინერიის სფეროში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. რაც შეეხება ქონების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიას, აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველს მოეთხოვება ქონების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. თანამდებობრივი სარგო 650-დან 700 ლარამდე მერყეობს”, – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. 
კონკურსში მონაწილების მსურველებს გურაანის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 13 აგვისტომდე შეეძლებათ.