ახალი ამბები

დავით ბაქრაძე – გლეხებს რეალურად დავეხმარებით

დავით ბაქრაძის თქმით, მისი მთავარი ამოცანა იქნება, მიხედოს სოფელს.
“ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, ერთ-ერთი ამოცანა იქნება ჩემს საპარლამენტი გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივხედოთ სოფელს და რეალურად და არა მხოლოდ სიტყვებით, არა მხოლოდ დაპირებებითა და ტყუილებით, როგორც ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”. რეალურად დავეხმარებით გლეხს, ნორმალური აგროდაზღვევით, სადაც სახელმწიფო იქნება მონაწილე, რომ გლეხს ზარალი აუნაზღაურდეს, დავეხმარებით ნორმლაური ქიმიკატებით, სადაც გლეხს აღარ გაუნადგურდება ვენახი უხარისხო წამლის გამო და დავეხმაროთ ასევე დაფინანსებითაც”, – აღნიშნა ბაქრაძემ.