ახალი ამბები

თუშეთში 11 წლის ბავშვი კლდიდან გადავარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა

ის ხევიდან კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს. დ.ბ. თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მისი გადაყვანა თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში გახდა საჭირო. როგორც knews.ge-ს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ბავშვს ტვინში ჰქონდა სისხლჩაქცევა და საჭიროა იყო ნეიროქირურგიული ოპერაცია. ის ამჟამად იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.