ახალი ამბები

ლაგოდეხში 23 წლის მამაკაცი ნადირობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

შემთხვევა ლაგოდეხის ტყეში მოხდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამასთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 
სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები მონაწილეობდნენ, მოგვიანებით ვერტმფრენიც ჩართო. 
,,ინტერპრესნიუსის” ცნობით, ცხედარი მაშველებმა რამდენიმე ხნის წინ ამოიყვანეს და გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.