ახალი ამბები

სიღნაღში ექსტრემალური ატრაქციონი 29 ივლისს გაიხსნება

,,ზიპლაინის გახსნის დღეს ატრაქციონით დაშვების ღირებულება იქნება 25 ლარი, ხოლო დამატებითი დაშვების ფასი კი 20 ლარით განისაზღვრება. ეს აქცია იქნება მხოლოდ გახსნის დღეს. სხვა დღეებში ადგილობრივებისთვის ატრაქციონით ერთხელ დაშვება ეღირება 30 ლარი, ხოლო უცხოელი ტურისტები კი 50 ლარს გადაიხდიან”, – განაცხადა გიორგი ჩინჩალაძემ. 
ბაქნები ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში განთავსდა.  ორ ბაქანს შორის 30-40 მეტრ სიმაღლეზე გაჭიმული ფოლადის კაბელის სიგრძე 400 მეტრია. ბაქნები ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში განთავსდა. ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმული ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.