ახალი ამბები

სოფელ ველისციხეს გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანიაში “სოკარ ჯორჯია გაზი” აცხადებენ, რომ აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეზღუდვ ისმიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. 
,,აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ივლისის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილი ჰქონდეთ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge”,– განაცხადეს კომპანიაში.