ახალი ამბები

თელავში ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დადორბლვის 327 შემთხვევა დაფიქსირდა

ინფორმაციას რადიო ,,ჰერეთი” ავრცელებს.
თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 305 იყო. 
თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგის, თამარ მღებრიშვილის ინფორმაციით, მათ მიმართავენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაკბინა ან დადორბლა როგორც შინაურმა, ასევე გარეულმა ცხოველმა, მათ შორის, მგლის ლეკვმა.
,,თუ ცოფიანმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა და მკურნალობის სრული კურსი ჩატარდა, ვირუსი სრულიად განკურნებადია, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდეს. თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, ადამიანებს უფრო ხშირად კბენენ ოჯახში მყოფი შინაური ცხოველები, მათ შორისაა კატა, ძაღლი, ცხენი, ღორი და კურდღელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ საავადმყოფოს ან პოლიკლინიკას, რათა შემდგომი გართულება თავიდან აიცილონ”, – განაცხადა თამარ მღებრიშვილმა.