ახალი ამბები

“რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის”

ზაზა გაბუნიას თქმით, მოსახლეობასთან ხოელისუფლების კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან საზგადიების საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის. 
„მე ვაგრძელებ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთან საუბარს და ურთიერთობას. ეს რეგიონებთან მიმართებით პოლიტიკის განსაზღვრისას საუკეთესო გზაა პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებისთვის. მეორე მხრივ, მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ხელისუფლება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი ვართ და მათი საჭიროებების შესახებ ხმა ასე უფრო ძლიერად ისმის. ვიყავი სოფელ ზინობიანში და გავეცანი გზის მოხრეშვითი სამუშაოების მიმდინარეობას, სადაც გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.