ახალი ამბები

ხმაურის გამზომი მოწყობილობა კახეთის არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ექნებათ, რომლებიც აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
როგორც knews.ge-ს კახეთის მუნიციპალიტეტებში განუცხადეს, მათთვის 1 ივლისიდან დღემდე ხმაურის გადამეტების გამო არავის მიუმართავს.
ამ ეტაპზე ხმაურის გამზომი მოწყობილობა არცერთ თვითმმართველ ერთეულს არ აქვს. 
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწყობილობის გადაცემის მოთხოვნით უკვე მიმართეს.
შსს-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს ხმაურის გამზომ 20 მოწყობილობას ეტაპობრივად გადასცემს.